Sunday, December 7, 2008

გორის VII სკოლის ნამუშევრები პროექტში ,,ჩემი სახელი მსოფლიოში"




ნინო

ჩემი სახელი მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და საპატივსაცემო სახელია დიდი და პატარა,ქალი თუ კაცი
დიდი მოწიწებით ახსენებს წმ.ნინოს სახელს. რომელიც კაბადოკიიდან ქართველების გასაქრისტიანებლად
ჩამოვიდა და თავისი საკუთარი თმებით შეკრა ვაზის ლერწმისგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც დღესაც თბილისის სიონის ტაძარში ასვენია (იგი არაერთხელ დაიკარგა მტრების შემოსევების დროს). საქართველოში ნინოობა ახალი სტილით 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს მე ისევე ვიღებ მილოცვებს და საჩუქრებს მშობლებისაგან და ახლობლებისგან, როგორც დაბადების დღეზე. ამით ვგრძნობ ჩემი ახლობლებისგან რომ სურთ მეც ისეთი წმინდა და უანგარო ვიყო,როგორც წმინდა ნინო იყო.
ჩემი სახელი ბებისსაპატივსაცემოდ დამარქვეს, ჩემს ბებიას ნინო ჰქვია.
ნინოობა მრავალ სოფელში აღინიშნება, როგორც დღეობა. ამ დროს ხალხი ემზადება. ეკლესიაში წირვა იმართება, საღამოს სტუმრებს ეპატიჟებიან და ასე ბედნიერად აღნიშნავენ ამ დღეს.
ნინო საკვირველმოქმედი მკურნალიც იყო ღვთის დახმარებით არჩენდა ხალხს , მან გაკურნა დედოფალი ნანა. ნინოს შემოტანილმა სარწმუნოება იწამა მირიან მეფემაც და გადარჩა კიდეც, უბედურებისგან



მე, მარიამ ღონღაძე ვარ.წარმოშობით ხაშურის რ-ნი სოფ.ცხრამუხა.ვცხოვრობ ქ. გორში ვსწავლობ VII სკოლის IV აკლ.
ჩავერტე პროექტში ,,ჩემი სახელი მსოფლიოში".დავიწყე მუშაობა პროექტზე ,,ჩემი სახელი" .
ჩემი სახელი მარიამი ძვ. ებრაული სახელია მოეპოვება რამდენიმე განმარტება:
1.შეუპოვარი, დაუმორჩილებელი 2. მწარე, ქალბატონი, მაგრამ როგორც სახელი გავრცელებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საპატივსაცემლოდ, რომლის წილხვედრი ქვეყანაც სწორედ საქართველოა.
ეს სახელი სწორედ წმ.მარიამის და ჩემი დიდი წინაპრის(დედის ბებიის,მარუსას) საპატივცემულოდ დამარქვა ჩემმა დედიკომ.
სახელი მარიამი ყოველი ჭეშმარიტი მართმადიდებელი ქართველისთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომაა რომ საქართვგელოში მრავალი ლექსი თუ სიმღერა მიეძღვნა წმ.მარიამს"დაგვიფარე ავისგან,, ღვთიშობელო მარიამ" ან კიდევ კალთა გადაგვაფარე ღვთის მშობელო მარიამ მღერის ქ-ნი ნანი ბრეგვაძე.
როგორც ცნობილია, მარიამი წმინდანად მას შემდეგ შერაცხეს რაც მან სულიწმინდასაგან იესო ქრისტე შობა. იესო რომელმაც ხალხის ცოდვები თავის თავზე აიღო, მოევლინა მხსნელად ხალხს და ეწამა იგი ხომ ჯვარზე გააკრეს, მერე როგორც ძე ღვთისა მესამე დღეს აღდგა. მას შემდეგ მარიამი ჭეშმარიტი მართმადიდებლებისთვის სალოცავ ხატად იქცა. მარიამი გავრცელებული სახელია რუსეთში და სხვა ქვეყნებში მაგრამ არაოფიციალური ფორმით. რუსეთში ხშირია სახელი მარუსია. მექსიკაში-მარია.






დავითი
დავითი საკმაოდ გავრცელებული სახელია საქართველოში.ბავშვების უმრავლესობას დავითი ჰქვიათ საქართველოში რადგან დავითი ჩვენი დიდი წინაპრის მეფე დავით აღმაშენლების სახელთანაა დაკავშირებული. დავითი 16 წლის გამეფდა და იმდენი შეძლო დაშლილი საქართველო გააერთიანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე...
მიხარია და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ ეს სახელი დამარქვეს. ჩემს ოჯახში არავის ერქვა დავითი. ეს მხოლოდ მე ვარ. როცა ქართულში მოთხრობა დავით აღმაშენებელი ვისწავლეთ და დიდგორის ომი მე ძალიან ამაყი ვიყავი,რომ ასეთი სახელოვანი წინაპრის სეხნია ვარ.
ჩემი სახელი უცხო ქვეყანაშიც გვხვდება. ხოლო უცხო ქვეყნებში დაუდის სახელი.
არაოფიციალური ფორმებია: დათო, დათუნა, დათიკო.
შემიძლია დავითი ასე დავმარცვლო:

დ-დაფნის ხე
ა-ალვის ხე
ვ-ვერხვის ხე
ი-იფნის ხე
თ-თუთის ხე